Download Print this page

მოწყობილობის გამოყენება - Philips AVENT SCF883 Manual

Hide thumbs Also See for AVENT SCF883:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
მოწყობილობის გამოყენება
გაფრთხილება
• ყოველთვის შეამოწმეთ მომზადებული საჭმლის ტემპერატურა ხელის მტევნით,
რათა დარწმუნდეთ, რომ ის თქვენი ბავშვისთვის უსაფრთხოა.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია ახალი, მყარი ინგრედიენტების ორთქლით
დასამუშავებლად და სასურველ კონსისტენციამდე მათ დასაბლენდერებლად.
გთხოვთ იხილოთ თანდართული რეცეპტების ბუკლეტი გემრიელი და ნოყიერი
რეცეპტის იდეებისთვის. თუმცა, მოწყობილობის გამოყენება ასევე შეგიძლიათ
მხოლოდ ორთქლით დამუშავებისთვის ან დაბლენდერებისთვის. მხოლოდ
დაბლენდერებისთვის იხილეთ თავი „დაბლენდერება ორთქლით დამუშავების
გარეშე".
ამ მოწყობილობის გამოყენება ასევე შესაძლებელია მომზადებული საკვების
გალღობის ან ხელახლა გაცხელებისთვის, რომლებიც ინახება სპეციალურად
შექმნილ შესანახ ჭურჭელში. დაბლენდერებული საჭმელების გასალღობად
ან შესაცხელებლად ყოველთვის გამოიყენეთ ეს შესანახი ჭურჭელი. შესანახი
ჭურჭლის გარეშე გალღვობის ან შეცხელების შემთხვევაში საჭმელი ჭურჭლის
თავსახურში შეიძლება ჩავარდეს საცერიდან.
დაბლენდერებული საკვებით სავსე ჭურჭელი არასდროს დადოთ ძირითად
მოწყობილობაზე ორთქლით ხარშვის რეჟიმში.
ცოცხალი ინგრედიენტების ერთი და იგივე პარტია ერთდროულად არასდროს
დააქუცმაცოთ 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოწყობილობა განკუთვნილი არ არის შემდეგი მიზნებისთვის.
-
გაყინული დაუმუშავებელი ინგრედიენტების ორთქლზე მოსახარშად
-
ადრე დაბლენდერებული საკვების ორთქლით დასამუშავებლად შესანახი
ჭურჭლის გამოყენების გარეშე
-
ერთი და იმავე ინგრედიენტების ორთქლზე დასამუშავებლად მოსამზადებლად
30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში
-
ბრინჯისა და მაკარონის მოსამზადებლად
-
ჯერ დასაბლენდერებლად, შემდეგ ორთქლით დასამუშავებლად
-
ისეთი სითხეების გასაცხელებლად ან შესაცხელებლად, როგორიცაა წვნიანი,
სოუსები ან წყალი
-
საჭმლისთვის სითბოს შესანარჩუნებლად რამდენიმე საათის განმავლობაში
-
ისეთი მაგარი ინგრედიენტების დასაჭრელად, როგორიცაა ყინულის კუბები ან
ისეთი მწებარე, როგორიცაა ყველი
- ქართული 118 -

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scf885