Download Print this page

Philips AVENT SCF883 Manual page 112

Hide thumbs Also See for AVENT SCF883:

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
- აკრძალულია მათეთრებლის ან ქიმიური
სასტერილიზაციო ხსნარების/აბების გამოყენება.
- მოწყობილობის გასასუფთავებლად არასდროს
გამოიყენოთ სახეხი ღრუბლები, აბრაზიული საწმენდი
საშუალებები ან ისეთი აგრესიული სითხეები, როგორიცაა
ბენზინი, აცეტონი ან ალკოჰოლი.
- ორთქლით დამუშავების ერთი ციკლის დასრულების
შემდეგ მოწყობილობა გააგრილეთ 10 წუთის
განმავლობაში, სანამ ახალ ციკლს დაიწყებთ.
- ერთ ჯერზე არ მისცეთ მოწყობილობას დაბლენდერების
საშუალება 30 წამზე მეტ ხანს. თუ ინგრედიენტების
დაბლენდერებას 30 წამში ვერ დაასრულებთ,
დაბლენდერების შესაწყვეტად აუშვით ღილაკს და
რამდენიმე წამი დაელოდეთ გაგრძელებამდე. თუ
ძირითადი მოწყობილობა გაცხელდება, რამდენიმე წუთი
გააგრილეთ გაგრძელებამდე.
- მოწყობილობის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით
ჭურჭელში არასდროს ჩაასხათ წყალი ან სხვა სითხე
ორთქლით დამუშავებისთვის.
- მიკროტალღურ ღუმელში საკვების შეცხელებამდე
შესანახ კონტეინერს ყოველთვის მოხადეთ თავსახური.
სიფრთხილე
- არასოდეს არ გამოიყენოთ სხვა მწარმოებლების
აქსესუარები ან ისეთი ნაწილები, რომლებიც არ არის
კომპანია Philips-ის მიერ კონკრეტულად რეკომენდებული.
ასეთი აქსესუარების ან ნაწილების გამოყენებისას
თქვენი გარანტია ძალას კარგავს.
- მოწყობილობა არ მოათავსოთ ჩართულ ან ჯერ კიდევ
ცხელ ღუმელზე ან საცხობზე ან მათთან ახლოს.
- მოწყობილობის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებამდე,
აწყობამდე, დაშლამდე, აქსესუარების შეცვლამდე,
გასუფთავებამდე ან მოძრავ მუშა ნაწილებთან
მიახლოებამდე ყოველთვის გამორთეთ ის და
გამოაერთეთ შტეფსელიდან.
- ქართული 110 -

Advertisement

loading

This manual is also suitable for:

Avent scf885